მარია ზახაროვა: უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში დასავლური იარაღის გამოყენების შემთხვევაში რუსეთის პასუხი იქნება შესაბამისი

უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში დასავლური იარაღის გამოყენების შემთხვევაში რუსეთის პასუხი იქნება შესაბამისი, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„კიევის მიერ შორი მანძილის რაკეტების გამოყენება ჩვენს ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის ნიშნავს აშშ-ისა და მისი სატელიტების პირდაპირ მონაწილეობას რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში, ასევე კონფლიქტის არსისა და ბუნების რადიკალურ ცვლილებას. რუსეთის პასუხი ასეთ შემთხვევაში იქნება ადეკვატური და საგრძნობი“, – აღნიშნა ზახაროვამ.

როგორც რუსეთის საგარეოს წარმომადგენელი ამბობს, კიევის რეჟიმის მარცხის ფონზე დასავლეთი რუსეთის წინაშე ჰიბრიდული ომის ესკალაციას ცდილობს.

„თუმცა არანაირ „სასწაულმოქმედ იარაღს“, რომელზეც ზელენსკი და მისი დამქაშები ლოცულობენ, არ შეუძლია, გავლენა მოახდინოს სპეცოპერაციის მსვლელობაზე“, – განაცხადა ზახაროვამ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ახლად ჩამოსული დიპლომატები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ – მოსახლეობას სჭირდება დაინახოს, რომ ქვეყანაში მტკიცე, ევროპული ხმა ისმის

ზენონ იარაჯული: უთანასწორო ომში მყოფი ხალხი გვეუბნება, რომ ჩვენი ტკივილი ახსოვთ. აი, ის, რაც მეგობრობაზე მეტია: ძმობა, რომელიც ეროვნულ საზღვრებს სცდება და ჭირში ერთმანეთის დახმარებით მტკიცდება