არქივი13 ნოემბერი 2024, 16:23
მარია ზახაროვა - თუ კიევის რეჟიმი რუსეთის სიღრმეში დარტყმების ნებართვას მიიღებს, მაშინ ჩვენ ამას ნატო-ს ქვეყნების რუსეთთან პირდაპირ შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვად მივიჩნევთ
თუ კიევის რეჟიმი რუსეთის სიღრმეში დარტყმების ნებართვას მიიღებს, მაშინ ჩვენ ამას ნატო-ს ქვეყნების რუსეთთან პირდაპირ შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვად მივიჩნევთ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული ნაბიჯი კონფლიქტის ბუნებას შეცვლის.
„ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე დასავლური შორ მანძილზე მოქმედი სისტემების გამოყენებაზე პასუხი მათთვის გარდაუვალი და დამღუპველი იქნება“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.