ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარია ზახაროვა - უკრაინაში განლაგებული უცხოური ძალები ლეგიტიმურ საბრძოლო სამიზნეებად ჩაითვლებიან

მარია ზახაროვა - უკრაინაში განლაგებული უცხოური ძალები ლეგიტიმურ საბრძოლო სამიზნეებად ჩაითვლებიან

უკრაინაში განლაგებული უცხოური ძალები ლეგიტიმურ საბრძოლო სამიზნეებად ჩაითვლებიან, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„დასავლეთის ქვეყნების სამხედრო დანაყოფების, სამხედრო ობიექტებისა და სხვა ინფრასტრუქტურის უკრაინის ტერიტორიაზე განლაგება უცხოური ინტერვენცია იქნება, რაც პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ რუსეთის, არამედ სხვა ევროპული ქვეყნების უსაფრთხოებას. ყველა მსგავსი დანაყოფები და ობიექტები რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ლეგიტიმურ სამიზნეებად ჩაითვლებიან“, - განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, უკრაინაში „კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ მისი ძირეული მიზეზების მოგვარებით არის შესაძლებელი“.
„ვადასტურებთ, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ მისი ძირეული მიზეზების მოგვარებით, უკრაინის ნეიტრალური სტატუსის დაბრუნებით, მისი დემილიტარიზაციითა და დენაციფიკაციით, კიევის მიერ ეთნიკური რუსების, რუსულენოვანი მოქალაქეების და ეროვნული უმცირესობების ენობრივი, კულტურული და რელიგიური უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემით, ასევე, ამჟამინდელი ტერიტორიული რეალობის აღიარებით“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.