კირ სტარმერი – მოვაწერეთ ხელი დეკლარაციას სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში უკრაინაში ძალების განლაგების თაობაზე – ბრიტანული, ფრანგული და პარტნიორი ძალები შეძლებენ უკრაინულ მიწაზე ოპერირებას

დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა დეკლარაციას მოაწერეს ხელი სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში უკრაინაში ძალების განლაგებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.
ბრიტანეთის პრემიერის თქმით, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინის მასშტაბით “სამხედრო ჰაბებს” შექმნიან და დაცულ ადგილებს ააშენებენ იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობისთვის.
“მსურველთა კოალიციის” მიზანი არის ხანგრძლივი მშვიდობის მიახლოებაში დახმარება და -სთან მუშაობა გრძელვადიანად უკრაინის უსაფრთხოების გარანტირებისთვის. ეს მუშაობა ახლა უფრო წინ არის წაწეული, ვიდრე ოდესმე. დღევანდელმა ერთობლივმა დეკლარაციამ ეს ნათელი ტერმინებით გამოაცხადა. ამასთან ერთად, პრეზიდენტ ზელენსკისთან და პრეზიდენტ მაკრონთან ერთად დღეს უფრო შორს წავედით. “განზრახვაზე დეკლარაციას” მოვაწერეთ ხელი, სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში უკრაინაში ძალების განლაგების თაობაზე…
ეს გზას კაფავს სამართლებრივი ჩარჩოსთვის, რომლის ფარგლებშიც ბრიტანული, ფრანგული და პარტნიორი ძალები შეძლებენ უკრაინულ მიწაზე ოპერირებას, უკრაინული ცისა და ზღვების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და უკრაინის შეიარაღებული ძალების რეგენერირებას სამომავლოდ…
დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინის მასშტაბით “სამხედრო ჰაბებს” შექმნიან და დაცულ ადგილებს ააშენებენ იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობისთვის,” – განაცხადა სტარმერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა