მარია ზახაროვა – სომხეთის მოქალაქეებმა არჩევნებზე თავიანთი ქვეყანა უნდა გადაარჩინონ

სომხეთის მოქალაქეებმა არჩევნებზე თავიანთი ქვეყანა უნდა გადაარჩინონ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„სომხეთი უნდა გადაარჩინოს მისმა მოქალაქეებმა, რომლებსაც ახლა არჩევნებზე ყველა შესაძლებლობა აქვთ, რომ საკუთარი ქვეყნის სასარგებლოდ არჩევანი თავიანთი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე გააკეთონ“, – განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, რუსეთს სომეხი ხალხის წინააღმდეგ არასდროს უმოქმედია.

„ყველანაირად მხარს უჭერდა, დაეხმარა და ზოგჯერ გადაარჩინა კიდეც. თუმცა, ახლა გადაწყვეტილება სომხეთის მოქალაქეებზეა დამოკიდებული“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება