– რუსეთმა საფრანგეთისგან გემ Tagor-ის დაკავების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოითხოვა

საფრანგეთში რუსეთის საელჩომ მოითხოვა, რომ პარიზმა მიაწოდოს სრული ინფორმაცია დაკავების გარემოებების შესახებ და იღებს ყოვლისმომცველ ზომებს ეკიპაჟში მყოფი რუსეთის მოქალაქეების დასაცავად

რუსეთმა საფრანგეთისგან მოითხოვა ინფორმაცია გემ Tagor-ის დაკავებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„საფრანგეთში რუსეთის საელჩომ მოითხოვა, რომ პარიზმა მიაწოდოს სრული ინფორმაცია დაკავების გარემოებების შესახებ და იღებს ყოვლისმომცველ ზომებს ეკიპაჟში მყოფი რუსეთის მოქალაქეების დასაცავად“, – ნათქვამია ზახაროვას განცხადებაში.

მისი მტკიცებით, პარიზის ქმედებები ევროპული სამართლებრივი ნიჰილიზმისა და ნორმების საკუთარი მიზნების შესაბამისად გადაწერის მაგალითია.

ცნობისთვის, გუშინ ატლანტის რეგიონის საფრანგეთის საზღვაო პრეფექტურამ განაცხადა, რომ რუსეთიდან მიმავალი ტანკერი დააკავეს. საფრანგეთის ხელისუფლების განცხადებით, გემი ცრუ დროშის ქვეშ მოძრაობდა. გემის დაკავების შესახებ განცხადება გაავრცელა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც. „ეს ოპერაცია ატლანტის ოკეანეში, ღია ზღვაში, რამდენიმე პარტნიორის, მათ შორის გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით, ზღვის სამართლის მკაცრი დაცვით განხორციელდა. მიუღებელია, რომ გემები თავიდან ირიდებდნენ საერთაშორისო სანქციებს, არღვევდნენ საზღვაო სამართალს და აფინანსებდნენ ომს, რომელსაც უკვე ოთხ წელზე მეტია აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ“, – აღნიშნა მაკრონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა