ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარია ზახაროვა - ნებისმიერ ფორმაში უკრაინის გაწევრიანება ნატოში რუსეთისთვის მიუღებელია

რუსეთისთვის უკრაინის ნატო-ში “ნაწილობრივი” გაწევრიანებაც მიუღებელია. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
აღნიშნული განცხადება ზახაროვამ ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერ ფოგ რასმუსენის წინადადების კომენტირებისას გააკეთა, რომელმაც უკრაინის ნატოში “ნაწილობრივი წევრობის” იდეა გააჟღერა.
“ჩვენ ყოველთვის ვხსნით უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ჩვენს პოზიციას… ნაწილობრივ ან რამე ნაწილების გარეშე, ნებისმიერ ფორმაში, უკრაინის ატლანტიკურ ბლოკში გაწევრიანება რუსეთისთვის მიუღებელია,” - განაცხადა ზახაროვამ. ცნობისთვის, ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი უკრაინის ალიანსში გაწევრიანების იდეაით გამოვიდა, მაგრამ ისე, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელშეკრულების მე-5 მუხლი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ ვრცელდებოდეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.