მარია ზახაროვა: მაკრონის განცხადებები რეალობას ცდება და ეწინააღმდეგება მის წინა განცხადებებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებები ხშირად რეალობას მოკლებულია და ეწინააღმდეგება მის წინა განცხადებებს. ამის შესახებ ზახაროვამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ის ყოველდღე ავრცელებს რაღაც რეალობასთან სრულიად აცდენილ და წინა განცხადებებთან წინააღმდეგობაში მყოფ განცხადებებს. უბრალოდ ზღაპრების მთხრობელია”. – თქვა ზახაროვამ მაკრონის მიერ საფრანგეთის ბირთვულ არსენალთან დაკავშირებულ განცხადებაზე.

გუშინ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ მოლაპარაკებებს დაიწყებს, რათა საფრანგეთის ბირთვული შესაძლებლობები ევროპელი მოკავშირეების დასაცავად იყოს გამოყენებული.

“ჩვენი ბირთვული შეკავება ჩვენ გვიცავს. მე გადავწყვიტე, სტრატეგიული დებატები დავიწყო ჩვენი შეკავების საშუალებით ევროპის კონტინენტზე ჩვენი მოკავშირეების დაცვასთან დაკავშირებით”. – თქვა მაკრონმა სატელევიზიო მიმართვისას.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

კობა კობალაძე გიორგი ბარამიძეზე – სინანული მაშინ არის დასაფასებელი, როცა ამ სინანულს გრძნობ – თუ სჯერა, რომ სიმართლე თქვა, მაშინ, როდის, სად, ვინ და რა ვითარებაში მოახდინა ეს შემზარავი ფაქტი, ამაზე უნდა ისაუბროს

მიხეილ ყაველაშვილი – შინდისის გმირებმა ენით აღუწერელი გმირობა ჩაიდინეს, თვით მტერიც კი აღაფრთოვანეს და განაცვიფრეს მათი ვაჟკაცობით – სწორედ მათი გმირობა გვაძლევს რწმენას, რომ საქართველო უკვდავი და მარადიულია