ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარია ზახაროვა ემანუელ მაკრონზე - ყოველდღიურად აკეთებს განცხადებებს, რომლებიც სრულიად მოწყვეტილია რეალობისგან - მეზღაპრეა

მარია ზახაროვა ემანუელ მაკრონზე - ყოველდღიურად აკეთებს განცხადებებს, რომლებიც სრულიად მოწყვეტილია რეალობისგან - მეზღაპრეა

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებები ხშირად მოწყვეტილია რეალობისგან და მის წინა განცხადებებს ეწინააღმდეგება, - ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომ რუსეთი საფრთხე გახდა საფრანგეთისთვისა და ევროპისთვის.
„ის ყოველდღიურად აკეთებს რაღაც განცხადებებს, რომლებიც სრულიად მოწყვეტილია რეალობისგან და ეწინააღმდეგება მის წინა განცხადებას. აი, მეზღაპრეა“, - აღნიშნა ზახაროვამ.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთი საფრთხე გახდა საფრანგეთისთვისა და ევროპისთვის.
„საფრთხის ქვეშ არა მხოლოდ უკრაინელი ხალხია, რომელიც მამაცად იბრძვის საკუთარი თავისუფლებისთვის, არამედ ჩვენი უსაფრთხოებაც. მშვიდობა აღარ არის გარანტირებული ჩვენს კონტინენტზე. რუსული საფრთხე გავლენას ახდენს ევროპის ქვეყნებზე და გავლენას ახდენს ჩვენზე“, - აღნიშნა მაკრონმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.