ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარია ზახაროვა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრზე: ჯერ უნდა ისწავლოს ...

ევროკავშირის არმიის შექმნის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერი მარია ზახაროვა გამოეხმაურა.

ზახაროვას თქმით, ანტონიო ტაიანმა ჯერ უნდა ისწავლოს ლტოლვილებთან და მიგრანტებთან დაკავშირებული საკითხები ჰუმანურად როგორ მოაგვაროს.

„ანტონიო ტაიანმა ჯერ უნდა ისწავლოს ლტოლვილებთან და მიგრანტებთან დაკავშირებული საკითხები ჰუმანურად როგორ მოაგვაროს. იქნებ ჩვენ უნდა დავიწყოთ Covid-ის წინააღმდეგ საკუთარი ვაქცინის შექმნა? ან ვისწავლოთ ჰუმანურად, ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, დავიცვათ ევროკავშირის საზღვრები? მოვაგვაროთ ლტოლვილების და მიგრანტების საკითხი? და მხოლოდ ამის შემდეგ შევქმნათ არმია“, - აღნიშნა ზახაროვამ.

ინფორმაციისთვის, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი აცხადებს, რომ ევროკავშირმა უნდა შექმნას საკუთარი ერთიანი არმია, რომელსაც შეეძლება კონფლიქტების თავიდან აცილება და მშვიდობის შენარჩუნება.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.