ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"G7-ის ქვეყნები მუშაობენ ისრაელის მთავრობასთან, რათა იპოვონ სწრაფი გამოსავალი სამხედრო ფაზიდან" | იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი

დიდი შვიდეულის (G7) სახელმწიფოები ისრაელთან მუშაობენ, რათა ჰამასთან ომის "სწრაფი" დასრულება უზრუნველყონ და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი შეამცირონ. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაინიმ ისაუბრა.
იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ტაიანის ჰქონდა სატელეფონო ზარები ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ კემერონთან და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კეტრინ კოლონასთან. მათ ტაინიმ "ისრაელზე ერთიანი ზეწოლის ფორმა" შესთავაზა.
"დიდი შვიდეულის ქვეყნები მუშაობენ ისრაელის მთავრობასთან, რათა იპოვონ სწრაფი გამოსავალი სამხედრო ფაზიდან", - ამბობს ტაინი.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.