მარია ზახაროვა – ვლადიმერ პუტინმა ნათლად თქვა: პირველ რიგში კონფლიქტის ძირეულ მიზეზებზე უნდა ვისაუბროთ, შემდეგ კი – ზავზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, როგორც ჩანს, უკრაინის ხელისუფლებაში სწორად არ წაიკითხეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინადადება პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ.
ზახაროვას განმარტებით, პუტინის შეთავაზება ითვალისწინებს პირველ რიგში მოლაპარაკებებს კონფლიქტის ძირეულ მიზეზებზე, შემდეგ კი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საუბარს.
„ბანკოვას [ქუჩა კიევში, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისი მდებარეობს] რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, მათ კარგად არ წაიკითხეს რუსეთის პრეზიდენტის განცხადების ჩანაწერი. პუტინმა ნათლად თქვა: პირველ რიგში, საუბარი ძირეულ მიზეზებზე, შემდეგ კი შესაძლებელია საუბარი ზავზეც“, – აღნიშნა ზახაროვამ.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა წუხელ უკრაინას პირდაპირი მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა. მისი თქმით, მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობების გარეშე 15 მაისს, სტამბოლში უნდა დაიწყოს.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)