ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარია ზახაროვა - ემანუელ მაკრონი სასაცილო და იდიოტური მცდელობებით, რუსეთს დააკისროს პასუხისმგებლობა ყველაფრისთვის, დაწყებული დრონების ფრენით, შიდა პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ცდილობს

მარია ზახაროვა - ემანუელ მაკრონი სასაცილო და იდიოტური მცდელობებით, რუსეთს დააკისროს პასუხისმგებლობა ყველაფრისთვის, დაწყებული დრონების ფრენით, შიდა პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ცდილობს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სასაცილო მცდელობებს ახორციელებს იმისთვის, რომ შიდა ფაქტორებითა და მიზეზებით გამოწვეული პრობლემებიდან, ყურადღება გადაიტანოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„სასაცილო, იდიოტური და სრულიად არაადეკვატური მცდელობებით, როგორმე დააკისროს პასუხისმგებლობა ყველაფრისთვის, დაწყებული დრონების ფრენებით, ჰაკერებით, ეკონომიკური პრობლემებით და ბოლოს, „ჩრდილოვანი ფლოტით“, მაკრონი უბრალოდ ცდილობს ყურადღების გადატანას საკუთარი შიდა პრობლემებიდან, რომელიც გამოწვეულია შიდა ფაქტორებითა“, - განაცხადა ზახაროვამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.