– ვიზიარებ ოჯახებისა და ისრაელელი ხალხის სიხარულს – მძევლების გათავისუფლებით მშვიდობა შესაძლებელი ხდება ისრაელისთვის, ღაზასთვის და რეგიონისთვის

ვიზიარებ ოჯახებისა და ისრაელელი ხალხის სიხარულს, რადგან შვიდი მძევალი ახლახან გადაეცა წითელ ჯვარს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი განცხადებით, მძევლების გათავისუფლება მშვიდობას შესაძლებელს ხდის ისრაელისთვის, ღაზასთვის და რეგიონისთვის.
„ეიტან მორი, გალი და ზივ ბერმანები, მატან ანგრესტი, ომრი მირანი, ალონ აჰელი და გაი გილბოა-დალალი უსაფრთხოდ არიან. მათი გათავისუფლებით – და დღეს დილით მოსალოდნელი ცამეტი სხვა მძევლის გათავისუფლებით – მშვიდობა შესაძლებელი ხდება ისრაელისთვის, ღაზასთვის და რეგიონისთვის“, – აცხადებს პრეზიდენტი მაკრონი.
მისი თქმით, საფრანგეთი -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის ყველა ეტაპზე ჩაერთვება.
შეგახსენებთ, ღაზას სექტორში 7 ისრაელელი მძევალი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს (ICRC) გადასცეს, რომელმაც მძევლები უკვე გადასცა ისრაელის თავდაცვის ძალებს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ძვირფასო ბელარუსებო, თავი შეიკავეთ დღეს რუსეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში მოგზაურობისგან. იქ ყოველდღე ვარდება უპილოტო საფრენი აპარატები და მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები ხდება”