ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარია ზახაროვა დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს "მოლაპარაკებების ტაქტიკა" უწოდა

მარია ზახაროვა დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს "მოლაპარაკებების ტაქტიკა" უწოდა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს "მოლაპარაკებების ტაქტიკა" უწოდა.

"ვფიქრობ, ეს არის ტაქტიკა, სტრატეგია, პოლიტიკური მანევრირება მოლაპარაკებების წარმოების მიზნით". – თქვა რუსმა დიპლომატმა.

ტრამპმა ბოლო პერიოდში რამდენიმე რუსეთის მაკრიტიკებელი და უკრაინის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა.

23 სექტემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში Truth Social დაწერა, რომ რომ უკრაინას რუსეთისგან მთელი ტერიტორიის უკან დაბრუნება შეუძლია.

25 სექტემბერს ტრამპმა სურვილი გამოთქვა, რომ თურქეთმა სრულად შეწყვიტოს რუსეთისგან ნავთობის შეძენა.

გარდა ამისა ტრამპმა, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ "რუსეთის ეკონომიკა ჯოჯოხეთისკენ მიექანება".

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.