ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარიამ ტაბატაძე შსს მინისტრი მოადგილედ დაინიშნა

მარიამ ტაბატაძე შსს მინისტრი მოადგილედ დაინიშნა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გეკა გელაძეს ახალი მოადგილე ჰყავს. მინისტრის მოადგილედ, ვაკანტურ პოზიციაზე, მარიამ ტაბატაძე დაინიშნა რომელიც ეკონომიკურ და ლოჯისტიკის დეპარტამენტებს, ასევე სსიპ ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს უხელმძღვანელებს.
მარიამ ტაბატაძე ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრია. 2018 წლიდან იგი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2013-2018
წლებში კი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საბიუჯეტო სამმართველოს უფროსი იყო. 2005-2013 წლებში მარიამ ტაბატაძე საქართველოს ფინანსთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე
მუშაობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთი ცვლილება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს შეეხო – აღნიშნული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე რომან ქარცივაძე დაინიშნა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.