არქივი4 ივნისი, 2025, 15:10
გენერალური პროკურორის მოადგილედ გიორგი გვარაკიძე დაინიშნა, რომელიც ასევე გენერალური პროკურორის მოვალეობას შეასრულებს

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილედ გიორგი გვარაკიძე დაინიშნა, რომელიც ასევე გენერალური პროკურორის მოვალეობას შეასრულებს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს. აღსანიშნავია, რომ გიორგი გვარაკიძე აქამდე თბილისის პროკურორის პოსტს იკავებდა.
შეგახსენებთ, გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.