არქივი30 აგვისტო, 2025, 13:26
მარიამ სიჭინავა: სოფელში, სადაც ახალგაზრდები ემიგრაციაში გარბიან, თბილისის მერი Ferrari SF90 XX Stradale-ით ჩავიდა. მანქანა, რომლის ფასი გერმანიაში მინიმუმ 1,380,000 ევროა...

პარტია დროას წევრი, მარიამ სიჭინავა:
Update: საკუთრებაში არ ყოლია კახის ეს მანქანა, მაგრამ წალენჯიხამ იცის რომ კვადროციკლით და ამ ფერარით გადაადგილდება. სოფელში, სადაც ახალგაზრდები ემიგრაციაში გარბიან, თბილისის მერი Ferrari SF90 XX Stradale-ით ჩავიდა.
მანქანა, რომლის ფასი გერმანიაში მინიმუმ 1,380,000 ევროა - წალენჯიხის (ბიუჯეტი 17 500 000ლ) მინიმუმ სამი სოფლის ბიუჯეტის ტოლია. ჩემსავით თუ დაგუგლავთ ნახავთ რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ექსკლუზიური მოდელი, რომელიც მსოფლიოში სულ 799 ერთეულია გამოშვებული.
შიმშილის, უწყლობისა და უგზობის ფონზე კახი კალაძე ფერარის დემონსტრირებით ჩნდება სოფელში და ადგილზე დაზეპირებული მეგრულით.
კახი კალაძე & საზოგადოება - დაგეწვას მხრებზე ჩიტის ტატუები შე ტლუ!
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.