ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,, ქალაქის მერი ერთადერთი თანამდებობაა, სადაც მნიშვნელობა აქვს წარმომავლობას” – ზვიად ტომარაძე

,, ქალაქის მერი ერთადერთი თანამდებობაა, სადაც მნიშვნელობა აქვს წარმომავლობას” – ზვიად ტომარაძე

,,ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე:
,,1) ქალაქის მერი ერთადერთი თანამდებობაა, სადაც მნიშვნელობა აქვს წარმომავლობას, ანუ თბილისს უნდა ჰყავდეს თბილისელი მერი, ქუთაისს ქუთაისელი, ბათუმს ბათუმელი და ა.შ.
2) მერი ასევე უნდა იყოს განათლებული, სუფთა წარსულის და მყარი ოჯახის პატრონი.
3) პარტია პოლიტიკური საქმიანობის გარდა წესით იმიტომ არსებობს, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და არჩევნებში მონაწილეობის გამო მოღალატის იარლიყის მიწებება არასწორია.
4) მერს არ აქვს შესაძლებლობა მოგვაროს ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პრობლემატიკა, ის კონცენტრირებულია კონკრეტულად ქალაქში არსებული პრობლემების მოგვარებაზე.
5) მერის არჩევნები იქნება ეს, საკრებულოს, საპრეზიდენტო, თუ საპარლამენტო, ბიზნესმენებს პოლიტიკაში ხმას ნუ მისცემთ. როგორც ეიზენჰაუერი ამბობდა: “ბიზნესმენი ძირითადად კონცენტრირებულია საკუთარ ჯიბეზე და არა ხალხის ინტერესებზე.”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.