არქივი7 აპრილი 2024, 07:07
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ქრისტიანულ ეკლესიაში ხარება ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულია და 7 აპრილს (25 მარტს ძველი სტილით) აღინიშნება. დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია.
ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში წირვა 10:00 საათზე დაიწყო.
სახარების მიხედვით, ამ დღეს გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აპრილი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.