პრეზიდენტი – ვულოცავ ყველას, ვინც ჩვენს მრავალკონფესიურ და მრავალეთნიკურ ქვეყანაში დღეს აღდგომის ბრწყინვალე ქრისტიანულ დღესასწაულს აღნიშნავს

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კათოლიკურ, ლუთერულ და სომხეთის სამოციქულო ეკლესიებსა და მათ მრევლს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს.
„მაცხოვრის აღდგომის დღესასწაულს ვულოცავ კათოლიკურ, ლუთერულ და სომხეთის სამოციქულო ეკლესიებსა და მათ მრევლს!
ვულოცავ ყველას, ვინც ჩვენს მრავალკონფესიურ და მრავალეთნიკურ ქვეყანაში დღეს ამ ბრწყინვალე ქრისტიანულ დღესასწაულს აღნიშნავს.
ვუერთდები თქვენს ზეიმს და გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და ბედნიერებას ერთიან, მშვიდობიან და წარმატებულ საქართველოში“,-ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შიო III – შესრულდა 33 წელი აფხაზეთის ომიდან – მახსენდება ილია II-ის სიტყვები, რომ იმ ომში არავინ არის გამარჯვებული – ერი კვლავ უნდა გაერთიანდეს და გადარჩეს ქართველობაც და აფხაზობაც, ჩვენი გზა არის სიყვარული, ურთიერთშენდობა და ურთიერთპატიება