მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის „უცხოური აგენტების“ კანონზე ვეტო წინ მიმავალ გზას ხსნის, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.

„საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის უცხოური აგენტების კანონზე ვეტო წინ მიმავალ გზას ხსნის. ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი და საქართველოს ევროკავშირის გზას დაუბრუნდნენ“, – წერს ცაჰკნა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ