მარგუს ცაჰკნა – საქართველოს ოფიციალური პირების მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები შეუმჩნეველი არ რჩება

საქართველოს ოფიციალური პირების მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები შეუმჩნეველი არ რჩება , – ასე ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა გაერთიანებული სამეფოს მიერ ვახტანგ გომელაურისა და სხვა ძალოვნების დასანქცირებას.
“საქართველოს ოფიციალური პირების მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები შეუმჩნეველი არ რჩება” – წერს ცაჰკნა.
ცნობისთვის, 19 დეკემბერს გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა ქართველ თანამდებობის პირებს, რომლებიც „პასუხისმგებელნი არიან მედიისა და მომიტინგეების სასტიკ დარბევაში“. დასანქცირებულებს შორის არიან: ვახტანგ გომელაური (შინაგან საქმეთა მინისტრი), ალექსანდრე დარახველიძე (შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე), სულხან თამაზაშვილი (თბილისი პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი), ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“ (განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი) და მილერი ლაგაზაური (განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე).

ასევე დაგაინტერესებთ

“760 ლარზე ვმუშაობთ დღე და ღამე, ვაკვდებით ზამთარ-ზაფხულ მუშები. 20-ში უნდა დარიცხულიყო ხელფასები, 21-ა დღეს, კომუნალურებია გადასახდელი, თქვენ რომ გაქვთ სხვა შემოსავლები ყველა მასე კი არ არი”

“პოლიციელი ცდილობდა ყველანაირად გადაეფიქრებინა, რომ მე მისთვის მეჩივლა, ამ რუსი ადამიანისთვის და მიზეზი და შესაშინებელი ფაქტორი ჰქონდა ის, რომ მე მომიწევდა სასამართლოებზე სიარული…”