ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარგუს ცაჰკნა - მივესალმები, რომ შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები შემოიღო საქართველოს სამთავრობო ოფიციალური პირების წინააღმდეგ - იმედი მაქვს, ევროკავშირი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს

მივესალმები, რომ შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები შემოიღო საქართველოს სამთავრობო ოფიციალური პირების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევებისთვის , -ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს.
„იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, რათა პასუხი აგებინოს მათ, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას.
სოლიდარულები ვართ ქართველ ხალხთან," - წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.