ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარგუს ცაჰკნა - რუსეთი სუსტდება და ახლა მოლაპარაკებების დროს არ არის - ახლა რუსეთზე ზეწოლის დროა

მარგუს ცაჰკნა - რუსეთი სუსტდება და ახლა მოლაპარაკებების დროს არ არის - ახლა რუსეთზე ზეწოლის დროა

რუსეთი სუსტდება, ახლა მოლაპარაკებების დროს არ არის,- ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ტალინში ლენარტ მერის სახელობის კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკური ვარდნისა და შეიარაღებული ძალების მიერ სრულმასშტაბიანი შეჭრის მეხუთე წელს პროგრესის მიღწევის შეუძლებობის ფონზე, მოსკოვმა ევროპულ ქვეყნებთან კონტაქტების დამყარების მცდელობები გაააქტიურა.

ცაჰკნას თქმით, პასუხი სანქციების გამკაცრება უნდა იყოს და არა მოსკოვთის ამ ვითარებისდან გამოსვლაში დახმარება. ,,ახლა საუბრების ან მოლაპარაკებების დრო არ არის. ახლა რუსეთზე ზეწოლის დროა,” - განაცხადა ცაჰკნამ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.