ირაკლი ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს – ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის

გვიწუნებენ მიდგომას, ჩვენს დემოკრატიულ პროცესებს და ამ დროს, კადრები გავრცელდა დანიიდან, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას, ადგილობრივებს და ჟურნალისტებსაც უსწორდებიან ხელკეტებით, – განაცხადა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ, რომელმაც შეაფასა დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში პოლიციის მიერ აქციის ძალადობრივი მეთოდებით დაშლა.
როგორც ზარქუამ აღნიშნა, ამგვარი ფაქტების შემდეგაც კი, ეს სახელმწიფოები საქართველოს უკითხავენ ნოტაციებს, რაც ორმაგი სტანდარტის გამოვლინებასთან ერთად, ლუსტრაციაც არის.
“შემდეგ, ეს სახელმწიფოები ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ. ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის, ეს ყველაფერს სცდება და ხდება მათი ლუსტრაცია. ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ არის მტერი და ვინ – მოყვარე, ვინ არის ჩვენი გულწრფელი მეგობარი და ვინ არის დემოკრატიას ამოფარებული ჩვეულებრივი მავნებელი,” – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ერთია სახელმწიფოს და მისი პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება და მეორეა ხალხის მიმართ დამოკიდებულება, სწორედ ამის გარჩევაა მნიშვნელოვანი, რასაც თავს გვახვევენ რუსოფობიის სახით, ეს არის პოლიტიკის გადატანა ხალხის მიმართ დამოკიდებულებაზე, მთავარია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სახელმწიფო, როგორც ასეთი და ერი, როგორც ასეთი