მარგუს ცაჰკნა – აშშ-ის გადაწყვეტილება უკრაინას სამხედრო დახმარების დაპაუზებაზე ნიშნავს, რომ ევროპამ უნდა გაზარდოს უკრაინის დახმარება, რათა ხარვეზი შეავსოს

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებით, შეერთებული შტატების გადაწყვეტილება, დააპაუზოს უკრაინას სამხედრო დახმარება, ნიშნავს, რომ ევროპამ უნდა გაზარდოს და დააჩქაროს უკრაინის დახმარება, რათა ხარვეზი შეავსოს.
„ევროპამ უნდა გაზარდოს უკრაინის სამხედრო დახმარება, რათა უკრაინამ გააგრძელოს ბრძოლა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის“, – აღნიშნულია მარგუს ცაჰკნას განცხადებაში.
მისი თქმით, ესტონეთის მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინის დახმარება წელს 25%-ით გაზარდოს და ასევე 10 000 საარტილერიო ჭურვი მიაწოდოს ქვეყანას.
„ჩვენი გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ შესაძლებელია ახალი და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება უკრაინის დასახმარებლად და მოვუწოდებთ უკრაინის ყველა მხარდამჭერს, რაც შეიძლება მალე გაზარდონ დახმარება“, – აცხადებს ცაჰკნა.
მისი თქმით, უკრაინის დასახმარებლად დამატებითი რესურსების მოპოვების ერთ-ერთი ვარიანტია რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენება.
„პრეტენზია, რომ არ არსებობს რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების სამართლებრივი გზები, უსაფუძვლოა. გასულ კვირას, მე გავუზიარე დოკუმენტის პროექტი ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომელშიც შეთავაზებულია გზები მკაფიო გადაწყვეტას გაყინული აქტივების გამოყენებისთვის. პოლიტიკური გადაწყვეტილება გაყინული აქტივების გამოყენების შესახებ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გახანგრძლივების მომდევნო ვადამდე, ივნისამდე უნდა მოხდეს. ომის ერთადერთმა დამნაშავემ უნდა იგრძნოს ზეწოლა და აგრესიის მსხვერპლს უნდა ჰქონდეს ძლიერი მხარდაჭერა, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, ვაიძულოთ რუსეთი, დათმოს თავისი მიზნები და უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობას მივაღწიოთ”, – აცხადებს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?