ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბაიბა ბრაჟე აშშ-ს მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზებაზე - სპეკულაციის შესახებ კომენტარს არ ვაკეთებთ - მოკავშირეებმა უკრაინის თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდონ

ბაიბა ბრაჟე აშშ-ს მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზებაზე - სპეკულაციის შესახებ კომენტარს არ ვაკეთებთ - მოკავშირეებმა უკრაინის თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდონ

სპეკულაციის შესახებ კომენტარს არ ვაკეთებთ, - ასე ეხმაურება ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება დააპაუზა.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბაიბა ბრაჟეს ცნობით, ის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრეი სიბიგას ტელეფონით ესაუბრა.
„აშშ-ის გადაწყვეტილების დეტალები ჯერჯერობით უცნობია. როდესაც ინფორმაცია გვექნება, მოკავშირეებთან ერთად გადავწყვეტთ რა გავაკეთოთ“, - წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
მისი თქმით, სატელეფონო საუბრისას ანდრეი სიბიგამ დაადასტურა, რომ უკრაინას მშვიდობა სურს.
„უკრაინა თავდასხმებისგან თავს იცავს და ამიტომ, დახმარება სჭირდება. მოკავშირეებმა თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდონ“, - აღნიშნავს ბაიბა ბრაჟე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.