არქივი3 მაისი, 2024, 10:08
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ტენ ჰაგის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"მანჩესტერ იუნაიტედს" მომდევნო სეზონშიც ერიკ ტენ ჰაგი გაწვრთნის. ამის შესახებ ინფორმაციას The Athletic-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "მანკუნიანელთა" ხელმძღვანელები თვლიან, რომ წლევანდელ სეზონში კლუბის წარუმატებლობაში ნიდერლანდელი დამნაშავე სულაც არ არის და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ტენ ჰაგისთვის სასურველი ფეხბურთელების გადმოსაყვანად თანხებს არ დაიშურებენ.
ერიკმა "იუნაიტედი" 2022 წლის ზაფხულში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით "წითელმა ეშმაკებმა" 109 მატჩი ჩაატარა, საიდანაც მისმა გუნდმა 65-ჯერ იმარჯვა, 29-ჯერ დამარცხდა, 15-ჯერ კი ფრეს დასჯერდა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.