ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რა დაზიანებები მიიღო ლევან ხაბეიშვილმა - ექიმის კომენტარი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აქციის დროს სასტიკად სცემეს.

ის ინგოროყვას კლინიკში გადაიყვანეს სადაც ეს კომენტარი გააკეთა თავის ჯამმრთელობაზე:

„არაფერი არ მტკივა. თავიც გაივლის, თვალიც გაივლის, ტანიც გაივლის და ყველაფერი გაივლის. ბრძოლა პუტინისტების წინააღმდეგ უნდა გაგრძელდეს“

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმი, კახა ჭელიძე საუბრობს:

"ჩვენი მხრიდან მკაცრი რეკომენდაციაა სტაციონარში დარჩენის თაობაზე, თუმცა თვითონ სრულიად განსხვავებული მოსაზრება აქვს ამაზე, ფიქრობს ჯერჯერობით, გადაწყვეტილება ამ წუთისთვის მისი მხრიდან არ არის მიღებული, თუმცა ჩვენგან არის მკაცრი რეკომენდაცია ჰოსპიტალიზაციის.

ვიზუალურად, მე მგონი, მთელმა საქართველომ ნახა, რა ტიპის დაზიანებაც აქვს, ამიტომ ამის აღწერას აზრი არ აქვს. თვალის მთლიანობა დარღვეული არ გახლავთ, თუმცა აუცილებლად საჭიროებს ოფთალმოლოგის კონსულტაციის, მაგრამ პირველი რიგის ამოცანა არის ძვლების მთლიანობის აღდგენა. ყველა ტექნოლოგიურად მაღალი ტიპის გამოკვლევები ჩატარებული გახლავთ დროულად. მხედველობა შენარჩუნებული აქვს,"

არქივის შესახებპირველწყარო: newsline.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.