ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მანქანის ფანჯარა ჩაუმსხვრიეს და იარაღი დაადეს - ნერეშს "პარმასთან" მატჩის შემდეგ მძარცველებმა საათი წაართვეს [VIDEO]

მანქანის ფანჯარა ჩაუმსხვრიეს და იარაღი დაადეს - ნერეშს "პარმასთან" მატჩის შემდეგ მძარცველებმა საათი წაართვეს [VIDEO]

სერია A-ს მესამე ტურში "ნაპოლისა" და "პარმას" (2:1) მატჩის შემდეგ "პარტენოპეის" შემტევი დავიდ ნერეში დააყაჩაღეს.
შეხვედრის შემდეგ ბრაზილიელი მანქანით სახლში ბრუნდებოდა, როდესაც მძარცველებმა მანქანის შუშა ჩაამსხვრიეს და იარაღის მუქარით საათის მოხსნა მოსთხოვეს, რაც ნერეშმა უმალვე გააკეთა და მძარცველებს გადასცა.
ნერეშმა ინციდენტის შესახებ პოლიციას აცნობა და თავის სასტუმროში გადაიყვანეს, სადაც ბრაზილიელს გულშემატკივრები დახვდნენ, რომლებმაც მომხდარის შესახებ არ იცოდნენ და დავიდს ავტოგრაფებს სთხოვდნენ.
მომხდართან დაკავშირებით ფეხბურთელის მეუღლემ საკუთარ "ინსტაგრამგვერდზე" განცხადება გამოაქვეყნა.
"დავიდს სურს, რომ გულშემატკივრებს, რომლებიც სასტუმროსთან ელოდებოდნენ ბოდიში მოუხადოს. მატჩის შემდეგ,
სტადიონის დატოვებისას, ორმა მამაკაცმა მის მანქანას ესროლა და იარაღის მუქარით საათი წაართვეს", - დაწერა ნერეშის მეუღლემ.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.