არქივი31 აგვისტო, 2024, 23:54
პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "პარმასთან" 0:1 მარცხდება
სერია A-ს მესამე ტურში „ნაპოლი“ პირველი ტაიმის შემდეგ „პარმასთან“ 0:1 მარცხდება.
სტუმრებმა დებიუტში ორი მეტად სახიფათო მომენტი შექმნეს - ჯერ ნეაპოლელთა კარი ხარიხამ, შემდეგ კი ძელმა იხსნა. ცოტა ხანში ბონიმ თავის მიერვე მოპოვებული პენალტი გამოიყენა და „პარმა“ დააწინაურა. მასპინძლებმა შეტევებით უპასუხეს, კვარაცხელიას დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა, რასპადორის საჯარიმოში წაქცევის გამო მსაჯმა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა, ხვიჩას დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.
ნაპოლი - პარმა
გოლი: ბონი (19, პენ)
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.