არქივი31 იანვარი, 2025, 22:41
“მანქანაში ჩაცხრილეს”– მკვლელობა ლილოში

მკვლელობა თბილისში – არსებული ინფორმაციით, ლილოში რესტორან “კახელებთან” ცეცხლსასროლი იარაღით მანქანაში კაცი ჩაცხრილეს. როგორც სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ, შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა. თვითმხილველების ცნობით, დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია.
სოციალურ ქსელში, მოქალაქეები მომხდარს უმეტესად მსგავსი შინაარსის კომენტარით ეხმაურებიან და წერენ, რომ “90–იანი წლები ბრუნდება”.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.