ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლილოში ხანძარმა დაახლოებით 5 000მ² ფართობი გაანადგურა – ზარალის ოდენობის შეფასება დღეიდან დაიწყება

ლილოში ხანძარმა დაახლოებით 5 000მ² ფართობი გაანადგურა – ზარალის ოდენობის შეფასება დღეიდან დაიწყება

მეხანძრე-მაშველებს ლილოში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციისთვის 6 საათზე მეტი დასჭირდათ, თუმცა, ცალკეული მხრჩოლავი კერების ბოლომდე ჩასაქრობად, რამდენიმე ბრიგადა ტერიტორიაზე თითქმის მთელი ღამის განმავლობაში დარჩა.
ძლიერი ხანძრის შედეგად, არავინ დაშავებულა. დამწვარია ბაზრობის ტერიტორიის ნაწილი – დაახლოებით 5 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი, სადაც მაღაზიები და საწყობები იყო განლაგებული. ზარალის ოდენობის შეფასება დღეიდან დაიწყება.
რა გახდა ხანძრის მიზეზი, ჯერჯერობით დაზუსტებული არაა. ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი ტერიტორიაზე შედუღების აპარატის გამოყენების დროს ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა და მალევე გავრცელდა. ცეცხლის გაჩენის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ელექტროსადენებიც. მიმდინარეობს გამოძიება.
“დიდი დაკვამლიანება შევნიშნეთ, გამოვედით გარეთ. გადავრეკეთ და მოვიდნენ სასწრაფოდ მეხანძრეები, მაგრამ ყველგან იყო უკვე ცეცხლი, ყველა ფანჯრიდან გამოდიოდა ცეცხლი. ალბათ გამოიწვია კაბელებმა”, – ამბობს თვითმხილველი.
თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესი ნორმალურ ვითარებაში წარიმართა.
“112-ში ინფორმაციის შემოსვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახდინეს რეაგირება, დროულად დაიწყეს ხანძრის ქრობა. ადგილზე მობილიზებული იყო 22 სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა და 120-მდე მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული, რომლებიც ჩართულები იყვნენ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა”, – აცხადებს ლევან მუსელიანი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.