“ქართულმა ოცნებამ” მორიგი, ძალიან სახიფათო გადაწყვეტილება მიიღო.
ქვემოთ დავლინკავ რადიო თავისუფლების ძალიან კარგ სტატიას და გამოვყოფ საფრთხეს, რომელიც ყველას შეიძლება შეგვეხოს, ვინც ავიამიმოსვლით ვსარგებლობთ.
—————————
ყველა ექსპერტი, რომლებსაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, ყურადღებას დავიწროებულ დერეფანში ავიანაკადების მართვასა და უსაფრთხოების დაცვაზე ამახვილებს. ისინი ადასტურებენ, რომ აბასთუმნის ცაზე თურქეთის საზღვრიდან დაწყებული შეზღუდვა, სამხრეთის დერეფნებს და შესაბამისად მანევრირებას ამცირებს, სატრანზიტო ხომალდებს მოუწევთ ან თურქეთის საჰაერო სივრცეში დარჩნენ, ანდა აბასთუმნის თავზე გაჩენილ 52-კილომეტრიან ზონას შემოუარონ და საქართველოს ცის ჩრდილოეთ ნაწილში იფრინონ, სადაც კავკასიონის მთათა სისტემა ამ სივრცეს ისედაც ავიწროებს და ე.წ. ბოთლის ყელი რჩება ხომალდებისთვის.
“წარმოიდგინეთ სცენარი ქუთაისზე აღმოსავლეთიდან მიმფრენი ბორტი (ყაზახეთიდან დაფრინავენ) თბილისზე დასავლეთიდან მომფრენი ბორტი, თბილისიდან დასავლეთისკენ გამფრენი ბორტი და ჰორიზონტალური სივრცე ფაქტობრივად აღარ რჩება მათი უსაფრთხო/ეფექტური განცალკევების, იმის ფონზე, რომ ერთ სიმაღლეზე ორ ბორტს შორის უსაფრთხო ეშელონირების ნორმა 10 საზღვაო მილია…
ახალ რეალობაში, უსაფრთხოების მისაღწევად საჭირო გახდება მომფრენი ბორტების დაგეგმილზე უფრო ადრე დაშვება და პირიქით, გამფრენი ბორტებისთვის ოპტიმალური საფრენოსნო სიმაღლის უზრუნველყოფის შეფერხება. რაც ზრდის ფრენის ხარჯებს, ასევე განსაკუთრებით ბევრად იზრდება ადამიანის [საჰაერო მეთვალყურის] შეცდომის ფასი, ადამიანი კი ადამიანი არ იქნება, შეცდომა არ მოუვიდეს…“ – ეუბნება რადიო თავისუფლებას ინფორმირებული წყარო სახელმწიფო უწყებიდან”.



