ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მანანა გიორგობიანი - არაფერი გიჟი არ ვარ, არანაირი აშლილობა არ მაქვს, შვილის სიკვდილის შემდეგ, წმინდანების ხილვა დავიწყე - ნარკოტიკებს მოვიხმარ 30 წელია, მომწონს და იმიტომ

მანანა გიორგობიანი - არაფერი გიჟი არ ვარ, არანაირი აშლილობა არ მაქვს, შვილის სიკვდილის შემდეგ, წმინდანების ხილვა დავიწყე - ნარკოტიკებს მოვიხმარ 30 წელია, მომწონს და იმიტომ

არაფერი გიჟი მე არ ვარ, ნარკოტიკებს მოვიხმარ 30 წელია, - ამის შესახებ ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდებულმა მანანა გიორგობიანმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
აღნიშნული მან მას შემდეგ თქვა, რაც მისმა ადვოკატმა, ლევან მარსაგიშვილმა განაცხადა, რომ გიორგობიანის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზაა დანიშნული.
„არაფერი გიჟი მე არ ვარ, ნუ იტყუებით. არანაირი აშლილობა არ მაქვს, შვილის სიკვდილის შემდეგ, წმინდანების ხილვა დავიწყე.. მითხრეს ღვთის მადლია შენზეო, ბიპოლარული აშლილობა არ მაქვს, ნარკოტიკებს მოვიხმარ 30 წელია“, - განაცხადა გიორგობიანმა.
მას მოსამართლემ ჰკითხა, თუ რატომ მოიხმარს ნარკოტიკს.
„მომწონს და იმიტომ“ - უპასუხა მას გიორგობიანმა და განაგრძო:
„ამფეტამინი გადავაგდე ახლახან. ფსიქოტროპული მოქმედებს ჩემზე ცუდად, შვილის პანაშვიდზე გამიკეთეს და ფსიქიატრიულში მომათავსეს. ჩემზე ნარკოტიკი ვერ მოქმედებს. გიჟი არ ვარ და ნურავინ გამოიყენებს ამას“, - განაცხადა გიორგობიანმა.
ცნობისთვის, ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდებულ მანანა გიორგობიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.