ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ადვოკატის ინფორმაციით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის ბრალდებული მანანა გიორგობიანი დაკავების შემდეგ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იყო გადაყვანილი და მის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზაა დანიშნული

ადვოკატის ინფორმაციით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის ბრალდებული მანანა გიორგობიანი დაკავების შემდეგ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იყო გადაყვანილი და მის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზაა დანიშნული

თბილისის საქალაქო სასამართლოში, თბილისში, ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდებულ მანანა გიორგობიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
დაკავებულის ადვოკატის, ლევან მარსაგიშვილის ინფორმაციით, გიორგობიანის მიმართ დანიშნულია ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ამასთან, ადვოკატის თქმითვე, გიორგობიანი დაკავების შემდეგ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს, სწორედ იქიდან მოხდა მისი სასამართლოში ეტაპირება.
დღესვე, გაიმართება ამავე საქმეზე დაკავებული კიდევ 5 პირის მათ შორის, მომღერალ მამუკა ჩარკვიანის შვილის, ჯაკო ჩარკვიანის სასამართლო პროცესიც.
მანანა გიორგობიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს, რასაც თან ახლდა ძალადობა. აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.რაც შეეხება დაკავებულ 5 პირს, მათ შორის, ჯაკო ჩარკვიანს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.