მანანა ბერიკაშვილი: ბატონო რობერტ! შეიძლება საკამათო იყოს ვეფხის-ტყაოსნის თქვენებური ხედვა, შეიძლება არც მსახიობთა თამაში მოეწონოს ვინმეს, მაგრამ…

რეჟისორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი მანანა ბერიკაშვილი:
ბატონო რობერტ! ძვირფასო რობიკო! მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის, რომ თქვენ შექმენით მთელი ეპოქა ქართულ თეატრში, არავის და არაფრის მსგავსი, მხოლოდ გამორჩეულად რობიკოსეული ხელწერით.
თქვენი უშრეტი ფანტაზია, გემოვნების მიუწვდომელი ნორმა, თქვენი უძირო ინტელექტი – ქმნიდა და ქმნის თეატრალური ხელოვნების შედევრებს. შეიძლება საკამათო იყოს ვეფხის-ტყაოსნის თქვენებური ხედვა, შეიძლება არც მსახიობთა თამაში მოეწონოს ვინმეს, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ეს კი არ არის, არამედ უმადურობაა, დაუნახაობაა, უხამსურობაა. ერთი კი მახარებს- ამ სპექტაკლის ხათრით ან ჯიბრზე იქნებ ყველამ ერთხელ კიდევ წავიკითხოთ ეს გენიალური პოემა, ან პირველად წავიკითხოთ…..როდესაც მე ძალიან ახალგაზრდა პირველ სპექტაკლს ვდგამდი თქვენთან მოვედი პრემიერის წინ და არასდრის არ დამავიწყდება თქვენი დარიგება”ნუ შეშინდები, მთავარია ილაპარაკონ, თუნდაც ცუდი” ბატონო რობიკო “დაე ილაპარაკონ”

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე – „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებასა და მის დასკვნებს ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა – ანგარიში, რომელიც ერთმა ექსპერტმა 72 საათში მოამზადა, შეიცავს ბევრ ფაქტობრივ შეუსაბამობას

მასიჰ ალინეჯადი: ხამენეის დაკრძალვაზე მიწვეულთა სია ფაქტობრივად მსოფლიოს ყველაზე ძებნილთა სია იყო – თალიბანი, ჰეზბოლა, ჰამასის მოკავშირეები და რამდენიმე უმნიშვნელო პრეზიდენტი, რომელთა შესახებ თითქმის არავის სმენია