: ტრამპი “ოცნებას” საქმეებს ისე დაულაგებს, რომ გასაქცევად ექნებათ საქმე

“ძლიერი საქართველოს” ლიდერი ამბობს, რომ -ს პრეზიდენტად ტრამპის არცევის შემდეგ -ს საქართველოსადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება და პირიქით, შესაძლოა, “ოცნებას” საქმე “გასაქცევადაც” კი ჰქონდეს. პოლიტიკოსის თქმით, ამერიკის არცერთი პრეზიდენტიკლეპტოკრატიას და რუსული ტიპის მმართველობას არ შეეგუება.

აშშ და ტრამპი ისე დაულაგებს „ქართულ ოცნებას“ საქმეებს, რომ გასაქცევად ექნებათ საქმე. ამერიკის არცერთი პრეზიდენტი, მითუმეტეს, ადმინისტრაცია, არ შეეგუება კლეპტოკრატიას, იმ რუსული ტიპის მართვას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაამყარა საქართველოში, სადაც მიტაცებულია ყველა ინსტიტუცია და ბოლოს, რუსული სცენარით მოიპარეს ქართველების მომავალი, წაართვეს მათ ხმა და არჩევანი. ამიტომ, ეს ყველაფერი დამთავრდება „ქართული ოცნების“ სავალალოდ, – ამბობს მამუკა ხაზარაძე.
შეგახსენებთ, აშშ-ს მიმდინარე არჩევნების დროს “ქართული ოცნება” ირწმუნებოდა, რომ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობები გადაიტვირთებოდა. მმართველი პარტია ირწმუნებოდა, რომ პრეზიდენტი ტრამპი საქართველოსთან მიმართებაში ბაიდენისგან განსხვავებულ პოლიტიკას აწარმოებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა