მამუკა ხაზარაძე – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მოსვენება არ მივცეთ – უნდა გადავუკეტოთ ყოველგვარი მოძრაობის, მანევრის საშუალება, ამაზე მეტი არ არსებობს, ესენი პუტინის მონები არიან და საქმე უნდა დავუმთავროთ

ქვეყანაში გვყავს საოკუპაციო ხელისუფლება, რომელიც ახორციელებს ქვეყნის ოკუპაციას, მოღალატეების ჯგრო – უნდა გადავიდეთ არა ცენტრალიზებულ, არამედ დეცენტრალიზებულ მოქმედებაზე,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მისვლის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ყველგან – სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში, სამუშაო ადგილებზე სახალხო დაუმორჩილებლობის აქცია უნდა დაიწყოს.
„პრეზიდენტის სასახლიდან მოვდივარ, ოთხ კოალიციას გვქონდა
შეხვედრა. მინდა არჩეულ ოპოზიციონერ დეპუტატებს მოვუწოდო, რომ მოხდეს კოორდინაცია არა მხოლოდ ლიდერების, არამედ დეპუტატების დონეზე. ჩვენ უნდა გადავიდეთ არა ცენტრალიზებულ, არამედ დეცენტრალიზებულ მოქმედებაზე. უბან-უბან, სკოლა-სკოლა, უმაღლეს სასწავლებლებში, სამუშაო ადგილებზე უნდა დავიწყოთ სახალხო დაუმორჩილებლობის აქცია, რომ ამ ხელისუფლებას ვაჩვენოთ, რომ ეს ქვეყანა ეკუთვნის ქართველ ხალხს, ეს ღალატი არ გაუვათ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მოსვენება არ მივცეთ. უნდა გადავუკეტოთ ყოველგვარი მოძრაობის, მანევრის საშუალება, ამაზე მეტი არ არსებობს, ესენი პუტინის მონები არიან და საქმე უნდა დავუმთავროთ“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება

ლაშა წიკლაური: რომ არა ვილი სანიოლი, გიორგი გვესელიანის შესახებ დღეს საქართველოს მონახლეობის 99.9%-ს არაფერი ეცოდინებოდა, რადგან ის იქნებოდა ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩიც არ ექნებოდა ჩატარებული