ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მამუკა ხაზარაძე - ვიღაცას პოლიტიკური პროცესი იარლიყების მიკერება ჰგონია! - ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ ხელისუფლებას ადგილობრივ არჩევნებშიც დავამარცხებთ, პარლამენტის ახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება გაძლიერდება

მამუკა ხაზარაძე - ვიღაცას პოლიტიკური პროცესი იარლიყების მიკერება ჰგონია! - ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ ხელისუფლებას ადგილობრივ არჩევნებშიც დავამარცხებთ, პარლამენტის ახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება გაძლიერდება

ვიღაცას პოლიტიკური პროცესი იარლიყების მიკერება და „ფეისბუქით“ შეურაცხყოფის მოყენება ჰგონია! ამიტომაც ვართ ამ დღეში - ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ ხელისუფლებას ადგილობრივ არჩევნებშიც დავამარცხებთ, პარლამენტის ახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება გაძლიერდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განუცხადა.
ხაზარაძემ დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ოთხი კოალიციური გაერთიანების ფორმატში საჭიროა სერიოზული მსჯელობის გამართვა.
მისივე ინფორმაციით, ისინი პოლიტპატიმრების დედებსა და აქტივისტებს შეხვდებიან, ვისაც ნორმალური მსჯელობა და არგუმენტები უნდათ.
ხაზარაძის თქმით, „რაღაც ჯგუფს სურს, თავზე მოახვიოს შეიძლება მართალი, შეიძლება არამართალი პოზიცია“.
„ქვეყანაში საკმაოდ მძიმე სიტუაციაა. ყველას მოვუწოდებთ, მოდი, ყველა ის ძალა, ცოდნა და ენერგია, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, არგუმენტირებულ მსჯელობას დავუთმოთ და არ დავუშვათ შეცდომა, რომელიც ოპოზიციამ წარსულში ბევრჯერ დაუშვა. ამიტომ არის ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში 13 წელი.
ოთხი კოალიციური გაერთიანების ფორმატი ის ფორმატია, რომელმაც არჩევნები მოიგო და რომელიც პარლამენტის არჩევნებს და პოლიტიკური პატიმრების გამოშვებას ითხოვს. რა იქნება უკეთესი - ბოიკოტი თუ არჩევნებში მონაწილეობა, ჩვენი პოზიცია ცნობილია, რომ ჩვენ ყოველთვის ბრძოლაში შესვლის მომხრე ვართ", - განაცხადა ხაზარაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.