მამუკა მდინარაძე - რასაც ოპოზიცია აკეთებს, რა საარჩევნო კამპანიასაც როზნერების გადანაცვლება-გადმონაცვლებით აწარმოებენ, ალბათ, ამაზე უკეთესს ჩვენ ვერ ვთხოვდით
რასაც ოპოზიცია აკეთებს, რა საარჩევნო კამპანიასაც როზნერების გადანაცვლება-გადმონაცვლებით აწარმოებენ, ალბათ, ამაზე უკეთესს ჩვენ ვერ ვთხოვდით, - ეს განცხადება მედიასთან ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
მდინარაძის თქმით, თუ ოპოზიცია ასე გააგრძელებს, "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას უფრო მყარად აიღებს.
„მაგალითად, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატები, რადიკალიზმის მანტიამორგებულები - მათ შორის ხაზარაძე, გახარია აკეთებენ, ამაზე უკეთესს რას მოიფიქრებს ყველაზე კარგი პიარშიკი, ვერ წარმომიდგენია - შეიძლება სთხოვო, დააცინინე ხალხს თავი „მუსტანგით“, რომელიც დაიწვება... ასე გააგრძელონ და საკონსტიტუციო უმრავლესობას უფრო მყარად ავიღებთ“ - განაცხადა მდინარაძემ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.