– ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით კამათშიც და საქმეშიც მოგებული დავრჩით – ოპოზიცია საბოტაჟის რეჟიმში იქნება, ჩვენ კი ვიმუშავებთ

ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით კამათშიც და საქმეშიც მოგებული დავრჩით – კამათში მოგება იმაში მდგომარეობდა, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ხოლო საქმეში მოგება მდგომარეობდა იმაში, რომ საქმე პედანტურად გადაწერით კი არ გავაკეთეთ, რეკომენდაციები შევასრულეთ, ხოლო სადისკუსიო-საკამათო საკითხები ქართული ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით გადავწყვიტეთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ახლაც საქმეს აკეთებს, ოპოზიცია კი, საბოტაჟის რეჟიმშია.
როგორც მდინარაძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, ერთი მხარე ერთი მხრივ მუშაობს, საქმეს აკეთებს და მეორე მხრივ, გიენური თავდასხმების მოგერიება უწევს.
„საქმეს „ქართული ოცნება“ აკეთებს. გუშინ გავათენეთ – ამ თემაზე პარტიის ოფისში შევიკრიბეთ, პუნქტობრივად გავდიოდით, რასთან დაკავშირებით რას ვაკეთებთ, რა შეიძლება, რა არ შეიძლება, რისი პრეცედენტი არ არსებობს, რაზე შევეკამათოთ, რაზე დისკუსია უნდა გავმართოთ, რაზე უნდა დავეთანხმოთ, რა უნდა შევასრულოთ. პრინციპში ყველაფერი სრულდება ხოლმე, თუ რაიმე მსოფლიოში უპრეცედენტო არ არის. ჩვენ ყველა პუნქტს ზედმიწევნით ვასრულებთ. იმავდროულად, მაღალი სახელმწიფო ინტერესებიდან გამოვდივართ. მეორე მხრივ, სულ გვაქვს სპეკულაციები, ნიშნის მოგება, ტყუილები და ამ ტყუილებზე აგებული ნარატივები. ოპოზიცია საბოტაჟის რეჟიმში იქნება. ჩვენ ვიმუშავებთ, მათაც მოვიგერიებთ და საქმესაც გავაკეთებთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად