მამუკა მდინარაძე ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაკელიანს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. საუბარი ასევე შეეხო ქვეყნის ევროინტეგრაციას და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. აგრეთვე, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ შემუშავებულ პროექტს.
„დეტალურად ვისაუბრეთ 9 – პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე, კერძოდ, მისი განხორციელების გზებზე. ბევრი საერთო გამოვნახეთ მიდგომებს შორის, მათ შორის, თუნდაც გარკვეული ზომიერი, კონსერვატიული მიმართულებითაც საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ, ასევე, ქვეყნის სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობაზე და ამ კუთხით ევროინტეგრაციის კურსთან თავსებადობაზე”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

იზა ომაძე: მეგობრებო ნუ განგვიკითხავთ, შვილდახვრეტილ, შვილმოკლულ, შვილნაწამებ მშობლებს, განიკითხეთ და მოვთხოვოთ ერთად სისტემას, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა მსგავსი, გზას აცდენილი ახალგაზრდების არსებობა…

ირაკლი კობახიძე – დღეს ვიმგზავრეთ მატარებლით, რომელიც ახალი სიჩქარით მოძრაობს, მანამდე ბათუმამდე მგზავრობის დრო იყო 5,5 საათი და მგზავრობის დრო ახლა არის 4 საათამდე შემცირებული, რაც მნიშვნელოვანია მგზავრებისთვის