პრემიერ-მინისტრი დანიის სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოში დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ენ ტოფტ სორენსენს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო დანიის სამეფოსა და საქართველოს შორის არსებულ თანამშრომლობას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. ხაზგასმით აღინიშნა თბილისში დანიის სამეფოს საელჩოს გახსნის მნიშვნელობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების ხელშეწყობისთვის.
ყურადღება გამახვილდა ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობაზე. დადებითად შეფასდა დანიასა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა, რაც ხალხთაშორისი კავშირებისა და ტურიზმის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს.
პრემიერ-მინისტრმა დანიის სამეფოს ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძემ ახალი პოზიციიდან საზოგადოებას მისცა პირობა, რომ პირადად ჩაუღრმავდებოდა აქციებზე მომხდარი ინდივიდუალური ძალადობრივი ქმედებების გამოუძიებლობის საკითხს. ფაქტობრივად, ეს იყო გარანტია, რომ ის ძალოვნები, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს, აუცილებლად აგებდნენ პასუხს კანონის წინაშე