ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მამუკა მდინარაძე მაიკ ტერნერზე - როცა ჩვენ მიმართ კრიტიკული განცხადებები გააკეთა, „დავგუგლე“ და ამოვარდა უამრავი ძალიან ცუდი ინფორმაცია, მოხსენიებული იყო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული კონგრესმენი

როდესაც ჩვენ მიმართ ძალიან კრიტიკული განცხადებები გააკეთა [მაიკ ტერნერმა], „დავგუგლე“ და „გუგლში“ ამოვარდა უამრავი ძალიან ცუდი ინფორმაცია, მათ შორის, ის მოხსენიებული იყო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული კონგრესმენი - სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები ჩამოდიან და კრიტიკულად აფასებენ „ქართულ ოცნებას“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მდინარაძის შეფასებით, მსგავს განცხადებებს „კონკრეტული მიზეზები აქვს“.
„ამ კონგრესმენის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. როდესაც ჩვენ მიმართ ძალიან კრიტიკული განცხადებები გააკეთა, „დავგუგლე“ და „გუგლში“ ამოვარდა უამრავი ძალიან ცუდი ინფორმაცია, მათ შორის, ის მოხსენიებული იყო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული კონგრესმენი. ჩაყოლა აღარ გვინდა, იქ შეიძლება გლობალური ომის პარტიაც ამოვარდნილიყო და საქართველოში „გუგლზე“ ძალიან გაბრაზდებოდნენ, საიდან მოიგონა ეს ამბებიო, მაგრამ ფაქტია. სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები ჩამოდიან და რბილად რომ ვთქვათ, ძალიან კრიტიკულად აფასებენ „ქართულ ოცნებას“ მაშინ, როდესაც იმავე ადამიანები და არა მხოლოდ ისინი, სხვა ქვეყნებს, რომლებსაც დემოკრატიული მიღწევები მაინც და მაინც არ აქვთ დიდი, რეგიონში დემოკრატიის ოაზისად იხსენიებენ ხოლმე და საქართველოს - პირიქით. ამას თავისი კონკრეტული მიზეზები აქვს და ქართველი საზოგადოება ამ მიზეზებში უკვე რამდენიმე თვეა ან წელიწადია გაერკვა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა უპასუხა კითხვას ამერიკასა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ და აღნიშნა, რომ მისი „დათბობა“ დამოკიდებულია „სწორ განწყობებზე“.
„ურთიერთობების დათბობა დამოკიდებულია სწორ განწყობებზე. ჩვენს მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკაში, რაც უფრო მეტი სწორი შეფასება იქნება, რაც უფრო მეტი სწორი დამოკიდებულება იქნება, მათ შორის, ომის, მეორე ფრონტის და ა.შ მიმართ და რაც უფრო სწორი საგარეო პოლიტიკა იქნება, ამ შემთხვევაში უფრო დალაგდება ურთიერთობები. განსაკუთრებით ისეთი სწორი [საგარეო პოლიტიკა], როგორიც საქართველოს აწყობს, იმიტომ, რომ სწორი სუბიექტური შეიძლება იყოს. ეს ჩვენ წარმოგვიდგენია უკრაინაში ომის დამთავრების პირობებში“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.