ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“დავგუგლე” და კონგრესმენი ტერნერი ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ კონგრესმენად იყო მოხსენიებული – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამერიკელ კონგრესმენზე, მაიკ ტერნერზე აცხადებს:
,,ამ კონგრესმენის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. როდესაც ჩვენ მიმართ ძალიან კრიტიკული განცხადებები გააკეთა, „დავგუგლე“ და „გუგლში“ ამოვარდა უამრავი ძალიან ცუდი ინფორმაცია, მათ შორის, ის მოხსენიებული იყო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული კონგრესმენი. ჩაყოლა აღარ გვინდა, იქ შეიძლება გლობალური ომის პარტიაც ამოვარდნილიყო და საქართველოში „გუგლზე“ ძალიან გაბრაზდებოდნენ, საიდან მოიგონა ეს ამბებიო, მაგრამ ფაქტია. სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები ჩამოდიან და რბილად რომ ვთქვათ, ძალიან კრიტიკულად აფასებენ „ქართულ ოცნებას“ მაშინ, როდესაც იმავე ადამიანები და არა მხოლოდ ისინი, სხვა ქვეყნებს, რომლებსაც დემოკრატიული მიღწევები მაინც და მაინც არ აქვთ დიდი, რეგიონში დემოკრატიის ოაზისად იხსენიებენ ხოლმე და საქართველოს – პირიქით. ამას თავისი კონკრეტული მიზეზები აქვს და ქართველი საზოგადოება ამ მიზეზებში უკვე რამდენიმე თვეა ან წელიწადია გაერკვა“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.