მამუკა მდინარაძე ლევან ხაბეიშვილს: რაღას ნერვიულობთ, ამ ხალხს რაღას ატყუებთ, თქვენ რომ გკითხოთ კაცმა, 5-6 თვეში აღარ ვიქნებით ხელისუფლებაში და შეცვალეთ ეს კანონი მაშინ

ლევან ხაბეიშვილს: რაღას ნერვიულობთ, ამ ხალხს რაღას ატყუებთ, თქვენ რომ გკითხოთ კაცმა, 5-6 თვეში აღარ ვიქნებით ხელისუფლებაში და შეცვალეთ ეს კანონი მაშინ
ჩემი აზრით, ბატონო ლევან, თქვენ ახლა აღიარეთ ის, რომ არჩევნებში რომ დაიხარჯება შავი ფული პოლიტიკური მიზნებისათვის, ამის გამომჟღავნება არ გინდათ ყველაზე მეტად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვისას განუცხადა.
მდინარაძის თქმით, გაუგებარია, რატომ ნერვიულობს ოპოზიცია, თუ მათივე მკიცებით, რამდენიმე თვეში ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” აღარ იქნება და კანონის შეცვლასაც შეძლებენ.
“ჩემი აზრით, ბატონო ლევან, თქვენ ახლა აღიარეთ ის, რომ არჩევნებში რომ დაიხარჯება შავი ფული პოლიტიკური მიზნებისათვის, ამის გამომჟღავნება არ გინდათ ყველაზე მეტად. ამიტომ მოგვიწოდებთ, რომ არჩევნების მერე გადადეთო [კანონპროექტის განხილვა].
იმავე ლოგიკით მეც მოგიწოდებთ, რაღას ნერვიულობთ მაშინ, ამ ხალხს რაღას ატყუებთ, ხუთ თვეში და ექვს თვეში, თქვენ რომ გკითხოთ კაცმა, აღარ ვიქნებით ხელისუფლებაში და შეცვალეთ ეს კანონი მაშინ.” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს 750 ათასამდე მოქალაქემ მიიღო მსვლელობაში მონაწილეობა – ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, თუ სად და რა ღირებულებებზე დგას საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი