მამუკა მდინარაძე: გვქონდა პერიოდი, როცა განსაკუთრებული პრივილეგია, თავგასულობაც კი იყო ქვეყნის პირველი პირობა

ამ ქვეყანაში გვქონდა პერიოდი, როდესაც განსაკუთრებული პრივილეგია, კომფორტი, თავგასულობაც კი იყო ქვეყნის პირველი პირობა, ეს 2012 წლამდე ხდებოდა. დღეს ეს არის მხოლოდ და მხოლოდ უდიდესი პასუხისმგებლობა და მარტივი არ არის ზიდო უმაღლესი თანამდებობის შესაბამისი ტვირთი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ასეთი თანამდებობის პირების მიმართ დაუმსახურებელი ბევრი ტალახის სროლა მოდის.

„მარტივი არ არის ამ პასუხისმგებლობის აღება, მათ შორის, დაუმსახურებელი ბევრი ტალახის სროლა მოდის ასეთი თანამდებობის პირების მიმართ, თითოეული ჩვენგანის მიმართ, ეს არ არის მარტივი. ვფიქრობ, რომ როდესაც სამი წლის განმავლობაში ქვეყანა შენი პრემიერ-მინისტრობის დროს ახდენს უდიდეს წარმატებებს და ამ პასუხისმგებლობას ასე წარმატებულად უძღვები, შემდეგ კითხვა, რომ აი ამ კომფორტიდან რატომ გამოვიდა- არარელევანტურია, აბსოლუტურად არ არის სწორი. ამას ახლავს პასუხისმგებლობა, რაღაცების გაძლება გვიწევს, განსაკუთრებით, როდესაც ქვეყნის პირველ პირზეა საუბარი,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ჯივიპი” – რუსთაველის გამზირზე კონტრაქტორი კომპანიის თვითმცლელმა ტრანშიის კიდესთან ახლოს იმოძრავა, რამაც ნიადაგის ჩამოშლა და ტექნიკის მოცურება გამოიწვია, გადაბრუნდა ავტომანქანა – თვითმცლელში იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვი

ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ფიქსირდება მკვლელობების სტატისტიკის შემცირება, რაც შეეხება 2012 წლამდე პერიოდთან შედარებას, სამჯერ არის საშუალოდ შემცირებული, ეს არის ფაქტები და დანარჩენი სამარცხვინო სპეკულაციებია

იზა ომაძე: მეგობრებო ნუ განგვიკითხავთ, შვილდახვრეტილ, შვილმოკლულ, შვილნაწამებ მშობლებს, განიკითხეთ და მოვთხოვოთ ერთად სისტემას, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა მსგავსი, გზას აცდენილი ახალგაზრდების არსებობა…