ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მამუკა მდინარაძე - გაიმართება ყრილობა, სადაც „ქართული ოცნების“ ახალი თავმჯდომარე იქნება არჩეული, განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაც

მამუკა მდინარაძე - გაიმართება ყრილობა, სადაც „ქართული ოცნების“ ახალი თავმჯდომარე იქნება არჩეული, განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაც

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ჩატარდება რეგიონული კონფერენციები, რის შემდეგაც ყრილობაზე „ქართული ოცნების“ ახალი თავმჯდომარე აირჩევა.
მისივე განცხადებით, მოხდება პოლიტსაბჭოს შემადგენლობის მცირედით განახლებაც.
„თავდაპირველად ჩატარდება რეგიონული კონფერენციები, როგორც ხდება ხოლმე და შემდეგ უკვე გაიმართება „ქართული ოცნების“ ყრილობა, სადაც არჩეული იქნება „ქართული ოცნების“ ახალი თავმჯდომარე.
ასევე, განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა. მცირედით, მაგრამ განახლება იქნება. დეტალები, როგორც ყრილობის თაობაზე, ასევე, პოლიტსაბჭოს შემადგენლობაზე, მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.